პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი, ალუდა ღუდუშაური უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით კრიტიკას ეხმაურება.
“ჩვენ რა თქმა უნდა, გვექნება აქტიური კომუნიკაცია ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ელჩთან, ქალბატონ დეგნანთან და ჩვენ შევეცდებით, რომ ავუხსნათ ის არგუმენტები, რომელიც არის მაგიდაზე დადებული და საპირწონედ, ვერც ერთი ოპონენტებისგან, გნებავთ დაინტერესებული სუბიექტური მხარისგან ვერ მივიღეთ, გარდა იმისა, რომ უბრალოდ ახირებას ემსგავსება ცალკეული პოლიტიკოსების მხრიდან, რომ სასამართლოში პროცესები უნდა გაჩერდეს და სასამართლოში პრაქტიკულად წელიწად-ნახევრის განმავლობაში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს და უნდა იყოს სასამართლო ჩამოკეტილ მდგომარეობაში, რაც ბუნებრივია, არ და ვერ იქნება”
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩი, უკვე ყოველ დღე ავრცელებს განცხადებას და ითხოვს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას. გუშინ მანც გამოაქვეყნა 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტი და ის ნაწილი, სადაც მოსამართლეთა დანიშვნაზეა საუბარი, ყვითელი მარკერით გააფერადა. დღეს კი თქვა, რომ დადებული პირობა არ სრულდება.
კომენტარები