• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, პარასკევი, 23 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ახალი ფარული ჩანაწერები მზადდება? – “ხელს ადებს ყოფილ მაღალჩინოსნებს და ამბობს, რომ მზად არის, პასუხი თავადაც აგოს ჩადენილზე”

ალია ავტორი - ალია
21:22 03-18-2021
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
34

არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ, მაგრამ გამოცდილებით გეტყვით, რომ საქართველოში ასე ხდება – საკმარისია, პრემიერ ან შინაგან საქმეთა მინისტრი შეიცვალოს და მაქსიმუმ ერთ თვეში ტარდება მასშტაბური სპეცოპერაცია, რის შემდეგაც აკავებენ მსხვილ თუ წვრილ ნარკორეალიზატორებს. ასე იყო ადრე, ასეა ახლაც და ეჭვი გვაქვს, ასე იქნება მომავალშიც. ერთი ვერსიაა, რომ ნარკობარიგებს შს მინისტრი ან პრემიერი „კრიშავს“, მეორე ვერსიაა, რომ ახალი შს მინისტრი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მაგარი ტიპია და ნარკორეალიზატორებს აკავებს, ხოლო ახალი პრემიერი მოსახლეობის საამებლად აქცენტს სწორედ ნარკოდილერებზე აკეთებს და პირველად სწორედ მათ დაკავებას ითხოვს, რადგან ზემოთ, ხელისუფლებაში, ყველამ კარგად იცის, რომ ხალხს თუ ვინმე არ ეცოდება, ეს ნარკოტიკების გამსაღებლები არიან. აქ მთავარი საკითხი კი ის არის, რომ ორივე შემთხვევაში, ძალოვნებმა ზუსტად იციან, ვინ უნდა დაიჭირონ, მაგრამ საამისოდ შესაბამის დროს ელიან. ახლაც, სამართალდამცავებმა 11 ნარკოდილერი დააკავეს და მათ შორის რამდენიმე 20 წლისაც არ არის. თუ ვინმეს იმის სჯერა, რომ 20 წლის ბავშვები ისე იქცეოდნენ, მანამდე ვერ და არ მოხვდნენ სამართალდამცავთა ყურადღების ცენტრში, გავატარებთ და თუ ეს მართლა ასე იყო, მაშინ სამართალდამცავების მუშაობა ნულის ქვედა დონეზე უნდა შეფასდეს. თუმცა, დღეს ძალოვნები არ მალავენ, რომ აგენტურული ქსელი საერთოდ მოშლილია, ის უბრალოდ აღარ მუშაობს და საამისოდ ერთადერთი მიზეზია – ძალოვანი უწყება ვერ უზრუნველყოფს აგენტურის ანონიმურობასა და დაცვას. ანუ, ყველაფერი ჟონავს და თავის ატკივება არავის სურს.

ძალოვანი უწყებებიდან ბევრი რამ რომ ჟონავს, ქართულ ტელევიზიების სიუჟეტებიდანაც კარგად ჩანს. მათდა სამწუხაროდ, ჟურნალისტებს ხშირად წვდომა ისეთ მასალებზე აქვთ, რომლებიც ჯერ ძიებაშია და წესით, საიდუმლო უნდა იყოს. ცოტა ხნის წინ გავრცელებული ჩანაწერი, რომელშიც ბერა ივანიშვილისა და ქვეყნის ამჟამინდელი პრემიერის ხმა ისმის (და ეს რომ ასეა, ორივე მათგანმა დაადასტურა), ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. რამდენიმე ვერსია კი ვრცელდება, მაგრამ რეალური ჯერჯერობით, არცერთი არ არის და ისე ჩანს, ამ ვერსიებზე ახალ სიუჟეტს იგივე ტელევიზია მოამზადებს. რადგან ტელევიზიებზე ვსაუბრობთ, ისიც ვთქვათ, რომ როგორც გვეუბნებიან, ერთ-ერთ ტელევიზიას სერიოზული აღიარება აქვს ყოფილი მაღალჩინოსნის, რომელიც დეტალებში ყვება ერთ-ერთი სპეცოპერაციის შესახებ, დეტალებში აღწერს ყველაფერს, ადასტურებს იმასაც, რომ ამ სპეცოპერაციაში თავად მონაწილეობდა, ხელს ადებს ყოფილ მაღალჩინოსნებს და ამბობს იმასაც, რომ მზად არის, პასუხი თავადაც აგოს ჩადენილზე, თუმცა… ჯერჯერობით ეს სიუჟეტი არ გასულა და სავარაუდოდ მას რაღაცისთვის ინახავენ. არადა, ამ პიროვნების აღიარება დანაშაულის ნიშნებს აშკარად შეიცავს, თუმცა ვითომ არაფერი არ ხდება… ნუ, ზუსტად იგივე სიტუაციაა, როგორც ნარკოდილერების შემთხვევაში – ეს თემა ჯერ არ სჭირდებათ. აი, დანაშაულის გახსნა და გახამაურება როცა გჭირდება, ესეც ქართული პარადოქსია.

ძალოვან უწყებებზე საუბარი შემთხვევით არ დაგვიწყია. „კუდიანებზე“ ნადირობა 2012 წლიდან დაიწყო, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაღალ თანამდებობებზე დღესაც არიან ის პირები, ვინც წინა ხელისუფლების დროს არანაკლებ თანამდებობას იკავებდა და დეტალურად იცოდა, სად რა უკანონობა ხდებოდა. დაზუსტებით შეგვიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ადამიანი, ვინც ე.წ. „კასრებში“ აღმოჩენილ ფაილებში ფიგურირებს, დღესაც მუშაობს და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ვის სჭირდება ეს ყველაფერი?

„თავიდან, ამ ადამიანების დატოვების გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ მათი მეშვეობით ძლიერი, პოლიციური სტრუქტურა იყო აწყობილი და მისი შენარჩუნება სურდათ. შემდეგ, ისინი კარგად მოერგნენ ახალ ხელისუფლებას, კარგი შემსრულებლები გამოვიდნენ და აღარ გაუშვეს. ცოდვა გამხელილი სჯობს და „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად მათი შემცვლელები ვერ მონახა და თუ დააკვირდებით, მაღალ თანამდებობებზე ისევ ძველები მუშაობენ, უბრალოდ, მათ ადგილები შეუცვალეს“, – გვეუბნება ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ძალოვანი.

სამწუხაროდ, ზუსტად არავინ იცის, წინა ხელისუფლების დროს, ვისზე რა კომპრომატი იყო შექმნილი, ვინ როდის და სად ჩაწერეს, ამიტომ, ძველი მაღალჩინოსნების შანტაჟი ადვილია. სწორედ ეს უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ სამართალდამცავი უწყებებიდან ინფორმაცია იმაზე მეტად ჟონავს, ვიდრე გატეხილი ქოთნიდან. ვიღაცებს არ სურთ, წარსულის აჩრდილები ახლა წამოადგნენ თავზე და ამიტომ, პრობლემა არ არის, ამა თუ იმ საქმეზე დაკითხვის ოქმის გამოტანა და ჟურნალისტებისთვის გადაცემა. დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ვერც ბოლო ცნობილი ჩანაწერის გამომზეურების ავტორს დაადგენენ. მაქსიმუმ, ხელი საზღვარგარეთ მყოფ რომელიმე ყოფილ მაღალჩინოსანს შეაწმინდონ და თან ისეთს, რომლის ადგილსამყოფელიც სამართალდამცავებმა ძალიან კარგად იციან, მაგრამ ქვეყანაში მათ ჩამოსაყვანად არაფერს აკეთებენ. სამართალდამცავებმა ისიც კარგად იციან, რომ სანამ პანდემია დაიწყებოდა, იმ მაღალჩინოსნებს საქართველოდან არამარტო ოჯახის წევრები, არამედ ძმაკაცები და ნათლია-ნათლულებიც კი სტუმრობდნენ. თანაც ისეთები, ვინც დღესაც თანამდებობაზეა, თუმცა ან შეგნებულად არ აკეთებდნენ არაფერს, ან რაღაცას ელიან. რას უნდა ელოდო, როცა იცი, სისხლის სამართლის დამნაშავე სადაც არის, რომელ სასტუმროშიც ცხოვრობს და როდის სად გადაადგილდება?! წესით, ექსტრადაციას წინ ვერაფერი უნდა დაუდგეს, თუმცა ამ მიმართულებით ძალოვანი უწყება არ აქტიურობს.

დაგვეთანხმებით, რომ წინასაარჩევნოდ ძალოვანთან კორდინირებულ მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ პოლიცია აპოლიტიზირებულია, რეალური სურათი სხვაგვარია. სურთ თუ არა, სამართალდამცავები ემსახურებიან იმ ხელისუფლებას, რომელიც სათავეშია. მთავარია, ზედა რგოლი იყოს მყარად, ქვედა რგოლთან პრეტენზია ყოველთვის ნაკლებია. ჰოდა, ეს ზედა რგოლი ვერ შეიცვალა ვერაფრით და ერთი და იგივე კადრები თითქოს ჩაკეტილ წრეზე ტრიალებენ. მათი გადახალისება სცადა ღარიბაშვილმა, სცადა გომელაურმა, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ისინი დაარწმუნეს, რომ ეს ადამიანები შეუცვლელები არიან და მათაც დატოვეს.

„ძალოვან უწყებაში ყოველთვის გამოჩნდება ვინმე, ვინც სხვას ხელს დააფარებს და ასე გააქვთ ერთმანეთი. პოლიცია დღეს აღარ არის ის უწყება, რომელიც მერაბიშვილის ხელის ერთ აქნევაზე ყველაფერზე იყო წამსვლელი. არც სუს-ად გადაკეთებული კუდ-ია ისეთივე ყოვლისშემძლე, ხოლო ჯარი… მოდი, ამ თემაზე გარკვეული მოსაზრებების გამო არაფერს გეტყვი“, – გვეუბნება ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ, მაგრამ დღეს ეს მდგომარეობა გვაქვს – 20 წლის ბავშვები ნარკოტიკს მზესუმზირასავით ჰყიდიან, სამართალდამცავები კი მაშინ იჭერენ, როცა შესაბამისი დრო დაუდგებათ. არადა, დანაშაულთან და მით უმეტს, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის დროც და ამინდიც ყოველთვის არის.

ანი დვალიშვილი, ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved