საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი აღნიშნავს, რომ ისრაელი მეგობრებისგან მაქსიმალურ მხარდაჭერას ელოდება, რაც, მისი თქმით, ნორმალური დიპლომატიური ქმედებაა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილია იმ მხარდაჭერით, რომელიც ამ დრომდე მიიღო საქართველოსგან, თუმცა უკეთესი იქნებოდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის „ტვიტერში“ გამოქვეყნებულ განცხადებებში ხაზგასმული ყოფილიყო, რომ ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება:
„შესაბამის ტვიტებში ასევე აღნიშნული რომ ყოფილიყო, რომ საერთაშორისო სამართლით ისრაელს აქვს თავდაცვის უფლება, ჩვენ კიდევ უფრო ბედნიერები ვიქნებოდით, მაგრამ ისიც გვესმის, რომ საქართველოს აქვს თავისი საგარეო ინტერესები, რეგიონული პოლიტიკური ინტერესები და ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ იმ მხარდაჭერით, რომელიც ამ დრომდე მივიღეთ საქართველოსგან“, – განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორმა.
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები