ახალი შტამის ძირითადი საშიშროება არის ის, რომ სხვადასხვა მონაცემით, 56-დან 70 პროცენტამდე უფრო სწრაფად ვრცელდება, – დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
პაატა იმნაძის თქმით, ახალი შტამი სიმპტომებით, სიმძიმით, მიმდინარეობით იგივეა და არავითარი განსხვავება ჯერჯერობით არ აღმოჩენილა.
„ერთადერთი განსხვავება არის ის, რომ უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო ადვილად გადამდებია. დაცვა აბსოლუტურად იგივეა, რაც არის ისევ პირბადე და დისტანცია”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
კომენტარები