“რა არის მედიის შეზღუდვა?” – სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი პოსტ აქვეყნებს და აღნიშნულ კითხვას სვამს.
“განა მხოლოდ დაგეშილ “ორკთა” ძალადობა ჟურნალისტებზე;
განა მხოლოდ პირდაპირი, ან, თუნდაც ირიბი გამართლება ამ ძალადობისა…
განა მხოლოდ წინადადებები:
თქვენ (ანუ – ჩვენ) ზონდერები ხართ;
თქვენ ხართ პოლიტიკური მხარე
და ა.შ.
განა მხოლოდ მიკროფონების გამოგლეჯვა და სხვა უამრავი უსაქციელობა;
განა მხოლოდ მედიამფლობელთა წინააღმდეგ საქმეების აღძვრა;
და საჯარო ინფორმაციების გაცემის გაწელვა ან, სულაც, დამალვა!
განა მხოლოდ თანამშრომლობა საკუთარ, ჯიბეში მოთავსებულ ე.წ. მედიასთან და კრიტიკული მედიის სრული უგულებელყოფა!
განა მხოლოდ ტროლთა, ბოტთა და სამთავრობო პროპაგანდისტთა მიქსევა და ჟურნალუსტთა ლანძღვა!
ეს ყველაფერი ხომ არის და არის!!!
და, კიდევ არის:
უხილავი ხელის მიერ ისეთი პირობების შექმნა, რომელიც აყალიბებს კონიუნქტურას – ჟურნალისტს არ, აღარ დაედგომებოდეს არც კონკრეტულ მედიაში და, შესაძლოა, აღარც ამ სფეროში.
როცა ჟურნალისტი, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავს უმხელდეს: აქ აღარაფერი გამოვა!!!
ეს უკანასკნელი, იმედია, არ წასცდება გურამ როგავას! Guram Rogava Rogowski იმედი კი არაა, დარწმუნებულიც ვარ!
ჩემი თანადგომა შენ – გურამ!
მედიას – დემოკრატიის უკანასკნელ ბასტიონს გაუმარჯოს!” – წერს ჟურნალისტი.
კომენტარები