დოქტორანტი, დერმატო-ვენეროლოგი, “მტკიცებითი მედიცინის ცენტრის” ექიმი, ზაზა თელია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოს და წერს”
საუკეთესო, ყველაზე ეფექტური გზა ებრძოლო ნაოჭებს არის – მოახდინო მათი გაჩენის პრევენცია.
ამ პრევენციაში პირველი ადგილი უჭირავს თამბაქოს ელიმინაციას
პარადოქსია, როდესაც ადამიანი იყენებს მრავალ არაფრის მომცემ ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქციას კანის დაბერების პრევენციის მიზნით და ამავდროულად თამბაქოს მომხმარებელია.
ეს იგივეა რაც ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მასზე წყლის დასხმის მაგივრად ბენზინი დაასხა.
კომენტარები