ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა გადაცემაში „ნოესთან“ ტოკიოს ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიხსენა.
მისი თქმით, იქ რუსი ფრენბურთელები გაიცნო, რომელთაც შესთავაზა, რომ დაეძახათ – „საქართველოს გაუმარჯოს!“
„ვუთხარი მათ, „საქართველოს გაუმარჯოს!“ ვთქვათ-მეთქი ერთად და ვთქვით – თან რუსები რომ იყვნენ! მერე მეკითხებოდა ერთი, რას ნიშნავსო. ვუთხარი, კარგი რაღაცაა-მეთქი“, – განაცხადა ბექაურმა.
მისივე თქმით, ასევე ერთ-ერთ მათგანს ისიც უთხრა, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი გახდებოდა.
კომენტარები