მსახიობი და მუსიკოსი კახა აბუაშვილი (იგივე „კაბუ“) „მთავარ არხს“ სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მას მსგავსი რამ არ უთქვამს:
“რა ბერას და კაბუს ისტორია და რა შავი სია ხო არ გამო**ევდით თქვენ რეებს იტყუებით ტო? რა ზარმა არ დააყოვნა კიდე? რვაჯერ გავიმეორე არავის არ დაურეკავს და ვერ დავაბრალებ-თქო, თქვე არასწორებო ტო. გამო**ევდა ეს ხალხი სულ. ბ*იად!! ნუ **ეობთ რაღაცეებს და გაა**ევინეთ ამ აბსურდს! იმიტომ, რომ ტყუილია და მე არ მითქვამს რაღაც სიებში ვარ-თქო სუკა ბ*იად!”,- წერს კახა აბუაშვილი.
“მთავარი არხის” სიუჟეტის თანახმად, ბერა ივანიშვილს დაპირისპირება “კაბუსთანაც” ჰქონდა. არხის ინფორმაციით, “რეპერმა კაბუმ მელოდია გარითმა და სულ რამდენიმე წუთით დადო “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე. მალევე წაშალა, თუმცა რამდენიმე ადამიანმა ის “იუთუბზე” ატვირთა და მალევე პოპულარული გახდა. არ დააყოვნა შემოთვლებმაც. მუსიკოსს უთხრეს, რომ ბერა ივანიშვილი გაბრაზებულია.”
“ახლა მე იუთუბზე ბოდიშებს ვიდეოების სახით ვერ დავუდებ” – ამბობს “მთავართან” კაბუ.
კომენტარები