ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება პარლამენტის ყოფილი წევრი, პოლიტიკოსი, ლევან გოგიჩაიშვილი.
– რამდენიმე დღის წინ, რუსეთის ხელისუფლებამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების გაფართოებული სია, რომლებიც რუსეთის მიმართ არაკეთილგანწყობილი ქვეყნები მოხვდნენ და საქართველო ამ გაფართოებულ სიაშიც ვერ მოხვდა. ამ დროს, რუსეთთან დე ფაქტო და დე იურე ომში ვიმყოფებით, 2008 წლის ომი არ დასრულებულა, კონფლიტი გვაქვს, ზავი არ დადებულა ჩვენსა და რუსეთს შორის. ასეთ დროს, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს „მტრულად განწყობილი ქვეყნის“ სტატუსს არ უნდა ანიჭებდენ?
– კი, მეგობრად და თავისიანად გვთვლიან. მაგარი სირცხვილია, როდესაც 2008 წელს გვეომეს, წაგვართვეს ჩვენი ისტორიული მხარე, ცხინვალის რეგიონი ახალგორისა და კოდორის ჩათვლით, დაგვიხოცეს მშვიდონიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები და მტრულს თავი დავანებოთ, რუსეთი მის მიმართ არაკეთილგანწყობილ ქვეყნადაც არ გვთვლის. მართლა სირცხვილია. „ქართული ოცნება“ ისეთ მაამებლურ პოლიტიკას აწაროებს რუსეთის მიმართ, არაფერია გასაკვირი.
– ლევან, ღარიბაშვილის კრიტიკის შემდეგ, მისმა მხარდაჭერებმა, სოც-ქსელში 13 წლის წინანდელი ჩხუბიც გაგიხსენეს და ეგ იარაღებით რომ დარბოდა, დაავიწყდაო, დაგიწერეს. მზად ხარ ამ შავი პაირისთვის?
– ყველაფერი იკადრეს და მათთვის ჩვეული „შავი პიარი“ ამიგორეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – „ქართული ოცნება“ არის განახლებული „ნაცმოძრაობა“ და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ზუსტად ანალოგიური ბრალდებები იყო „ნაცებისგან“ ჩემს მიმართ და იმავეს იმეორებენ „ქოცებიც“. ისეთივე ბინძური და მოგონილი ბრალდებები, ისეთივე ყველაფერზე წამსვლელი ძალაუფლების შესანარჩუნებლად, როგორც ამას აკეთებდა „ნაცმოძრაობა“. „ქართული ოცნება“ მალე დაასრულებს „ნაცმოძრობასავით“, ოღონდ უფრო მძიმე შედეგებით. რაც შეეხება იმ 2009 წლის ჩხუბსა და ბრალდებას, რომელიც დღემდე ხელზე ახვევიათ. მაგ საქმეში გავმართლდი!
კომენტარები