რამდენიმე დღის წინ, დეპუტატმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის წევრმა, ემზარ კვიციანმა, სოციალურ ქსელში, დაწერა, რომ სამართლიანობისთვის იბრძვის, მაგრამ მას ბლოკავენ
“ალია” დეპუტატს დაუკავშირდა დეტალების გასარკვევად:
– წერთ, რომ გბლოკავენ, გიბლოკავენ წერილებსაც კი – ვინ და როგორ?
– რა თქმა უნდა, სუსი, სხვა ვინ ბლოკავს ქართველებს? არ დამთავრდება ასე მარტივად, სუსს ხელმძღვანელობს უცხო ქვეყნის სამსახურები და სუსი ხელმძღვანელობს დანარჩენს ყველაფერს აქ. ბორდერიზაცია რომ დაარქვეს, ტერიტორიებს რომ ვკარგავთ – დაისაჯა ვინმე? – არაა სუსის ბრალი? გავრილოვის შემოყვანაზე დაისაჯა ვინმე? სუსმა არ შემოიყვანა? დავით გარეჯიდან იჩუკიძე რომ აიყვანეს, პატრიოტი ბიჭი, ხელის გულზე სატარებელი ბიჭია, თავი გაწირა სამშობლოსთვის და დაიჭირეს…
რატომ აქვთ ასე დიდი გული აზერბაიჯანელებს, იციან, რომ აგერ შიგნით ჰყავთ ქართული სუსი, რომელიც ეგრევე დასჯის ქართველს.
გახსოვთ 1 კილომეტრით და 800 მეტრით შემოიჭრნენ 2016 წელს რუსები, ჩავედით რამდენიმე ადამიანი, ორმეტრიანი ბიჭები იყვნენ მესაზღვრეები, ავუტეხე მთელი ამბავი – გადმოვიდნენ საზღვარს, იარაღით დგახარ, რატომ არ ესროლე, მაჩვენეთ დებულება, იცით, როგორ უნდა მოიქცე, როცა საზღვარს არღვევს მოწინააღმდეგე? რატომ არ ესროლეთ-მეთქი? – თავები ჩახარეს, მე თვითონ შემრცხვა, ბატონო ემზარ, ჩვენ რას გვერჩი, ყველაფერი ზემოდან მოდისო… საიდან მოდის? – მოდის სუსიდან…
ადრე შეიარაღებული იყო ადგილობრივი მოსახლეობა და ვერ ბედავდნენ ასე გადმოსვლას. „ჯორო“ რომ იყო, „ჯორო“, მართლა გმირი, ერთი მაგივრად ხუთს უბრუნებდა აფხაზებს და რუსებს, ჩამოიტყუესთბილისში სპეცსამსახურებმა, დააძინეს და ისე გადასცეს მტერს და ცოცხლად დაწვეს ის საცოდავი.
თამო კეშელავა, ალია №19
კომენტარები