საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთად გამართული ბრიფინგისას:
„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო და მივიღო შეხვედრაში მონაწილეობა. მინდა, მზადყოფნა დავადასტურო ჩვენი გუნდის სახელით, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული დეესკალაციისთვის და რეალური, კონსტრუქციული დიალოგისთვის. მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ინიციატივისთვის ბატონ პრეზიდენტს.”
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, პრემიერის თანხმობამდე განაცხადა, რომ დღეს საღამოს შესაძლოა შედგეს შეხვედრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
კომენტარები