ირაკლი კობახიძე აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქციებს “ჭარბ და უსარგებლო აჟიოტაჟს” უწოდებს და ამბობს, რომ ასეთი გამოსვლები საქმეს კიდევ უფრო ართულებს:
“ყველაზე პრობლემური ქეისი არის ბებუას შემთხვევა, სადაც ვერ ხერხდება უკვე რამდენიმე წელია წარმატების მიღწევა, თუმცა ყველაფერი კეთდება ბუნებრივია ამისთვის. და ერთი რამე მინდა გითხრათ, რაც ნაკლები აჟიოტაჟი იქნება, ეს უსარგებლო აჟიოტაჟი რასაც ეხლა აქციის სახით ვხედავთ, რაც ნაკლები უსარგებლო აჟიოტაჟი იქნება ამ თემის გარშემო, მით უფრო გამარტივდება ამ საკითხში წარმატების მიღწევა. მაგრამ მე მგონი, აქაც უნდათ ვიღაც ვიღაცებს, რომ ხელოვნური აჟიოტაჟით, ჭარბი აჟიოტაჟით კიდევ უფრო გაურთულონ ხელისუფლებას წარმატების მიღწევა.” ამბობს კობახიძე
ირაკლი კობახიძეს არ უთქვამს, როცა ირაკლი ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით აქციები არ იმართებოდა და სრული სიჩუმე იყო ამ კუთხით, მაშინ რამ შეუშალა ხელისუფლებას ხელი წარმატებითვის მიეღწია.
შეგახსენებთ, ირაკლი ბებუას სოლიდარობის აქცია პარლამენტთან დღეს “ლელომ” გამართა.
კომენტარები