პარლამენტარი, ნატო ჩხეიძე, ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის 22 თებერვლის განცხადებას ეხმაურება და წერს:
“სერიიდან:
აბა შეხედეთ
ჩვენს რიგებშიო – გუშინდელ ტვ იმედში ბრძანა ექსსპიკერმა და აწ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ – აგენტებიც იყვნენ და ჯაშუშებიცო.
აგენტები ოქრიაშვილი, ხუხაშვილი და ბესელიაო და ჯაშუშებს არ ვიტყვიო.
არ იყტვი, კაია.
ჯაშუში სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლით დამნაშავეა და ისჯება თავისუფლების აღკვეთით რვიდან თორმეტ წლამდე და თუ იცი დამნაშავე და არ ამბობ, ეგ დანაშაულის დაფარვაა.
ეგეც დანაშაულია 375- ე მუხლით.
და დანაშაულის დამფარავი ექსსპიკერი გვყვავს ჩვენ ყველას და დამნაშავე პარტიის თავ- რე მმართველებს?
ეგ როგორ?
თქვი, თუ რამე ჯაშუში იცი, ბატონო ჩემო, თქვი.
თორემ აგერ არის კოდექსში 375-ე მუხლი თავისი ორიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთით და ეს კოდექსი და მუხლი კიდევ დიდხანს არ შეიცვლება…
სხვათაშოროს, ამ მუხლით არიან გასამართლებული ესებუას ძმა და სააკაშვილის ტრაილერის მძღოლი.”
კომენტარები