საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში, ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება და წერს:
მიხეილ სააკაშვილი ეკა ბესელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება და კითხვას სვამს, რა დაზღვევაზე საუბრობს ბესელია გახარიასთან მიმართებით:
“გუშინ ეკა ბესელიამ “ფორმულაზე” გამოსვლაში თქვა, რომ დაარწმუნებს გახარიას მიიღოს მონაწილეობა საერთო ფორმატში და “დაზღვევის მექანიზმებს” შესთავაზებს მას. რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, რომ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა არ დასრულდება? ადამიანის ბედითა და ასობით ათასი ადამიანის შეხედულებებით ვაჭრობაა პოლიტიკური პროცესი?
“გამარჯვების კოალიცია” არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს და არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას.
ჩემი პატიმრობა არის საქართველოს ხელისუფლების დიდი, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი. ტყვეობიდან გათავისუფლება არაა პარტიული თემა – ეს არის სამართლიანობისა და ეროვნული ღირსების საკითხი.”
კომენტარები