დღეს გარდაცვილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდა. ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი „პრაიმტამთან“ საქმის ახლ გარემოებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის კუთვნილ ავტომობილს პირველადი დათვალიერებით დაზიანებები აღენიშნება, რაც მისივე თქმით კიდევ ერთხელ ამყარებს ვარაუდს, რომ თამარი მოკლეს.
„ტექნიკური შემოწმება ჩატარდა ავტომობილის, ცოტა დაზიანებები აღმოაჩნდა წინა ნაწვიბებს, დაზიანებულია მარცხენა მხარე, მარჯვენა მგზავრის მხარე. დაზიანებულია მანქანის წინა მარჯვენა „ბამპერი“ და მარჯვენა მგზავრის მხარეს კარების სახელურის მხარეს აქვს მირტყმული. ჯერჯერობით რაიმე დასკვნის გაკეთება რთულია, ამას ექსპერტი დაადგენს.
ყველაზე საინტერესო რაც არის გამორთული იყო კონდინციონერი, რაც ცოტა უცნაურია. ნებისმიერ სიტუაციაში, როცა გადაადგილდები და თვითმკვლელობაზე ფიქრობ კონდინციონერს არ გამორთავს, ეტყობა ვიღაცა სხვას ჰქონდა გამოყენებული მანქანა.
თამარის მამა თავად უვლიდა ავტომობილს და მისი თქმით ავტომობილს აღნიშნული დაზიანებები არ ჰქონდა და იგი ახალია. გაკვირვებული იყო, საიდან მიიღო მანქანამ ეს დაზიანებები.
ახლა ექსპერტიზაზე წაიღეს ავტომობილის ბორბალი, როგორც იცით რამდენიმე კვალია მანქანის აღმოჩენის ადგილას, უნდა დაადგინონ, რომელი ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს. ექსპერტიზის პასუხები კი 14 დღეში გვეცოდინება“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა პირველად დღეს გაიხსნა. ადვოკატი და მშობლები, ეჭვობენ, რომ ბაჩალიაშვილი ჯერ მოკლეს, ავტომობილი კი მოგვიანებით ბუქსირით მიიტანეს იმ ადგილას, სადაც ცხედარი იპოვეს.
პრაიმტაიმი
კომენტარები