მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ახლა დროის გაწელვა ივანიშვილს აწყობს მხოლოდ!
უცხოეთის რეაქციის იმედზე ყოფნა არ არის საკმარისი, იმიტომ რომ უცხოეთიც უყურებს ჩვენს მტკიცებულებებს, მაგრამ პირველ რიგში ქუჩაში აქტიურობას და საბოლოო ჯამში ყველაფერი უნდა გადაწყდეს საქართველოს ქუჩებში.
ყველანაირი სხვა მოწოდებები სიტუაციის დამშვიდებისკენ პირდაპირ რუსულ საქმეს აკეთებს. რა დროს დამშვიდებაა, როცა ქვეყანა თავზე დაგვანგრიეს და ვინმეს ჰგონია, რომ თუ ახლა დაამშვიდებს, შემდეგ ივანიშვილი რომ მოძლიერდება ყველას სათითაოდ არ მიადგება?
არჩევნების არაღიარების ყველაზე ეფექტური გზა მტკიცებულებების ფონზე მუდმივი ფართო საპროტესტო აქციებია.
ახლა ყოველი საათი ძვირფასია!
ყოველგვარი დროის დაკარგვა სიკვდილის ტოლფასია!“
კომენტარები