პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში დეპუტატის კითხვას, ჯარიმების გაუქმებასთან დაკავშირებით ასე უპასუხა:
“ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის იყო შემაკავებელი ინსტრმენტი და ჩვენ ეს გამოვიყენეთ საკმაოდ ეფექტურად, განსაკუთრებით, მას შემდგომ, როცა, რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა. დაჯარიმებული მოქალაქეების რაოდენობა იყო 9000.
პანდემია გრძელდება და არ არავინ არ იცის ჩვენ ასეთი შემზღუდავი ინსტრუმენტების გამოყენება კიდევ როდის და რა მოცულობით მოგვიწევს. ამიტომ, პასუხისმგებლობა აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას.
ეს ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რამეთუ შემდგომში პრევენციის შემაკავებელი ძალა ამ ინსტრუმენტების უბრალოდ არ იმუშავებს. მესმის, რომ გარკვეული ნაწილი ჯარიმების შემდგომისთვის არის გადასახედი, ჩვენ ამას გავაკეთებთ, თუმცა, ასევე კარგად გვესმის რომ ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა და ჩვენ აქ ვერანაირ მითითებას, მითუმეტეს, დირექტიულს ვერ მივცემთ პარლამენტს”
“ალია” – როგორც ვხედავთ, პრემიერმა აღიარა, რომ ჯარიმები გადასახედია და ამას მომავალში გააკეთებს – ახლა კი, ჯარიმა რომ გაუქმდეს, მერე დაჯარიმების შიში აღარ ექნებათ და როგორც პრემიერი, ასევე მთავრობის სხვა წევრები უკვე ღიად საუბრობენ, რომ შესაძლებელია მსგავსი აკრძალვები სექტემბერში განმეორდეს – სწორედ ამიტომ, ახლა დაჯარიმებულებს არ გაუუქმდებათ ჯარიმა, რადგან – სექტემბერში ჯარიმის ისევ შეეშინდეს ხალხს…
მართალია, ჩვენ შეიძლება დღეს გვერჩივნა კვერცი, სექტემბერში ქათამს – მაგრამ, ოქტომბერში არჩევნებია და ასეა საჭირო!
კომენტარები