მსოფლიოს მასშტაბით ქალებს მენოპაუზა 50 წლის ასაკში ეწყებათ. ეს რა თქმა უნდა გასაშუალოებული ასაკია. მენოპაუზა ყველასთვის ცნობილია, როგორც კლიმაქსი, რომელიც დაავადება არაა, არამედ ბუნებრივი პროცესია და ამ პერიოდს გადის ყველა ქალი, რომელსაც მენსტრუალური ციკლი აქვს. თუმცა ეს პროცესი ზოგისთვის უმკტივნეულოა, ზოგს კი ფიზიკური და ფსიქოლოგიური პრობლემების გადასალახად გარკვეული დახმარება სჭირდება.
არაერთი კვლევა საუბრობდა იმაზე, რომ მის ნაადრევად დაწყებას მოწევა აპროვოცირებს. იყო საუბარი იმაზე, რომ მენოპაუზის დასაწყისი დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად ადრე ეწყებოდათ ქალებს მენსტრუალური ციკლი.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მენოპაუზის დროსთან პირდაპირი კავშირი ქალების სექსუალურ ცხოვრებას აქვს. კვლევისთვის აღებულია ინფორმაცია 11 წლის განმავლობაში არსებულ მონაცემებთან დაკავშირებით. დადგინდა, რომ ქალებს, რომლებსაც სექსი კვირაში ან თვეში ერთხელ მაინც ჰქონდათ, მენოპაუზის პერიოდში ნაკლებად შედიოდნენ.
კომენტარები