კიდევ ერთი ბიძინას ტრიუკი
,,კეზერაშვილი აფინანსებს ოპოზიციას,,
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ მოხვდა კეზერაშვილი იქ, სადაც მოხვდა, ანუ ჩვენი ყველასი ყურადღების ცენტრი მაქვს მხედველობაში, მისი ბიზნესგამჭირვალობაზე სრული დუმილი მაქვს მხედველობაში და ასე შემდეგ…
ამაგვარზე რომ არაფერი ვთქვათ…
ერთხელ უბრალოდ დაფიქრდით… ყველა…
რა ეტყობა ოპოზიციის პოლიტიკურ საქმიანობას ,,დაფინანსებული,,?
რომელი პოლიტიკური სტეიტმენტი თუ რომელი პოლიტიკური საქმიანობა დაუფინანსა კეზერაშვილმა ოპოზიციას?
მე აქ პირადად ვის რა ბინა აჩუქა და რა მანქანა უბოძა, ამაზე არაა საუბარი.
რომელი პოლიტიკური საქმიანობაა, რომელიც რაღაც დაფინანსებას საჭიროებდა კეზერაშვილისაგან?
იმ სახელმწიფო მილიონების ფასად, რომელსაც ოპოზიცია იღებს, რამდენიმე პლაკატის და დროშის ყიდვა იქნებოდა პრობლემა???
რაღაცას რომ ამტკიცებს ადამიანი, ესა ვარ და ისა ვარო, მთელი ოპოზიცია ჩემს კისერზეაო,
ხომ უნდა ჰკითხო ჟურნალისტმა, რომელი ოპოზიცია და რომელი საქმიანობაო??
კიდევ ერთხელ, ვინმეს ოჯახს რა უბოძა და ვისი შვილის ამერიკაში წასვლა რამდენად დააფინანსა თუ ვის ოჯახს რა ფული დაურიცხა, ვისი ბანკის ვალი გადაიხადა, ეს სხვა ამბავია და ესაა უდიდესი პრობლემა საქართველოში,
ამის გამოა რომ ხალხმა დაკარგა სრულიად ნდობა პოლიტიკის მიმართ…
მულტიმილიონრებია აქტიური პოლიტიკოსების ოჯახები და არავის ერთი სოციალური პროექტი არააქვს
და ოჯახს ხუთი მოსამსახურე ემსახურება.
ამ რეალობას გგონიათ რომ ვერავინ ხედავს???
კომენტარები