ტვ „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:
„გაუნათლებლობა, სიდუხჭირე, ტოტალური უმწეობა და უპერსპექტივობა ახალისებს სისასტიკეს და დაუნდობლობას. ვინც ტოტალურ წუმპეში ოქროს სარაიას აშენებთ, ყველას მოგიკაკუნებთ კარზე ეს სისასტიკე. რა გააკეთა საპატრიარქომ–ყველაზე გავლენიანმა სტრუქტურამ წლების მანძილზე იმისათვის, რომ უფრო განათლებული, უფრო მდიდარი, უფრო ჰუმანური და განვითარებული ქვეყანა გვქონოდა? არც არაფერი, საკუთარი გავლენის პირად კეთილდღეობაში კონვერტირების და საკუთარი ოქროს სარაიების მშენებლობის გარდა. ახლა ჯოჯოხეთის მაშხალა ჯაღმაიძე დგას და მედიას აბრალებს იმას, რომ ჩამპალ, ჩაბოღმილ, დამშეულ ქვეყანაში აღარც მონაზონს ინდობენ და აღარც ბავშვს. რა უნდა თქვა, როცა გინება არ გინდა და სხვა სათქმელი არც არაფერია?“
კომენტარები