ნინო ჟიჟილაშვილი და ვახო სანაია ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემა „პოლიტმეტრს“ იწყებენ. პირველი გადაცემა პირდაპირ ეთერში 3 ივლისს გავა.
„წამყვანები ისევ მე და ვახო სანაია ვიქნებით. „პოლიტმეტრის“ ისევ ის გუნდი მოამზადებს, რომელიც 2011 წლიდან ქმნიდა გადაცემას. „პოლიტმეტრი“ საზოგადოებრივ პოლიტიკური პროექტია, რომელიც პოლიტიკური პროცესების მიმდინარე ანალიზით დაკავდება“, – აცხადებს ჟიჟილაშვილი.
„ტვ პირველი“ გადაცემა „პოლიტმეტრის“ პროდიუსერმა გიორგი დარჩიაშვილმა, პროდიუსერმა და ჟურნალისტმა ხატია შამანაურმა, წამყვანმა და ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ, პროდიუსერმა და ჟურნალისტმა სოფო მაისურაძემ, პროდიუსერმა მიხო კოტეტიშვილმა დატოვეს.
ფორმულა
კომენტარები