ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დასკვნა გააასაჯაროა – ევროკომისია რეკომენდაციას უწევს უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, საქართველოს კი სტატუსის მისაღებად შესაბამისი პირობების შესრულება დასჭირდება.
ევროკომისიის შეფასების საფუძველზე, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხე ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას 23-24 ივნისს მიიღებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი:
“რაც შეეხება საქართველოს. საქართველოსაც გააჩნია იგივე ამბიცია, როგორც უკრაინას და მოლდოვას, იმისთვის, რომ მიაღწიონ წარმატებას ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად და განახორციელოს რეფორმები – ჩართოს ამ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოება, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ საქართველოს რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე და ვნახავთ როგორ განახორციელებს რეკომენდაციას იმისთვის რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის.”
ევროკომისიამ მოლდოვასა და უკრაინასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა
კომენტარები