რუსეთის საგამოძიებო ორგანოს ცნობით, მოსკოვის ცენტრში მასშტაბური ხანძრის მიზეზი შედუღაბებისას უსაფრთხოების წესების დარღვევაა – ინფორმაციას გამოცემა Ленте.ру ავრცელებს.
გამოძიების ინფორმაციით, ცეცხლი 17 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოედო. ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
ხანძარი მოსკოვში, ლენინგარდის გზატკეცილზე, დილას გაჩნდა. მოგვიანებით ცეცხლი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გავრცელდა.
თუმცა, თვითმხილველები უზარმაზარ აფეთქებაზე საუბრობენ, რომელიც მათ გადაიღეს კიდეც.
ხანძრის შედეგად ჰიპერმარკეტი მთლიანად დაიწვა.
კომენტარები