„სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საქართველოში ელექტროენერეგიის გათიშვის მიზეზთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.
„მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, თბილისისა და რეგიონების დიდ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა.
კომენტარები