ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ უახლეს განცხადებას ავრცელებს.
“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიიზაციის ვაქცინაციის ექსპერტთა პანელი (SAGE) ასტრაზენეკა/ოქსფორდის ვაქცინას უწევს რეკომენდაციას გამოყენებულ იქნას 65 წლის ასაკი მოსახლეობაში.
პ.ს. განცხადება გაკეთდა რამდენიმე წუთის წინ WHO-ს ოფისში, ჟენევაში. ჩვენი ვაქცინაციის გეგმის წარმატებით განხორციელებაში ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს!”, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი.
კომენტარებში ბიძინა კულუმბეგოვი აკონკრეტებს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინას რეკომენდაცია აქვს, გაკეთდეს “65 წლამდე და 65 წლის ზემოთაც”
შეგახსენებთ, რომ საქართველო კოვაქს პლატორმის წევრია და უახლოეს მომავალში ქვეყანაში pfizere-ისა და astra zeneka-ს ვაქცინები შემოვა.
კომენტარები