ბრიუსელში, შარლ მიშელთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა დეტალებზე ევრონიუსთან ისაუბრა.
ინტერვიუდან ირკვევა, რომ პრეზიდენტი ბრიუსელში გარანტიების მიღებას ცდილობდა – იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებს მოიგებენ პროევროპული პარტიები, კოალიციური პარტიები კი შეასრულებენ ქართულ ქარტიაში გაწერილ შეთანხმებას, ევროკავშირი საქართველოსთან მოლაპარაკებებს განაახლებდა.
ევროპამ უნდა დაადასტუროს, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებენ პროევროპული ძალები და ,,ქართული ქარტიის” შეთანხმება შესრულდება ხმის მიცემიდან მალევე, როგორც კი პარლამენტი იქნება ფორმირებული და მიღებული იქნება პირველი ზომები, ამ შემთხვევაშო მოლაპარაკებები ჩვენს ქვეყანასთან გაგრძელდება იმ ადგილიდან სადაც დაპაუზდა.
პირდაპირ სამუშაო რეჟიმში გადასვლა საკმაოდ რთული იქნება, კოალიციურ მთავრობას ჩვენ არ ვართ შეჩვეულები. მე შევთავაზე ტექნიკური კაბინეტის ფორმირება, რომელიც იქნება მზად, მოამზადოს საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასწყებად. ამისათვის საჭიროა ბევრი ტექნიკური საკითხის გადაწყვეტა. კარგად არის ცნობილი, ეს არის ღონისძიებათა პროგრამა, რომლებიც უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიდეს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კომენტარები