დღეს ეკონომიკის მინისტრმა, მთავრობის ორი მნიშვნელოვანი მესიჯი გააჟღერა:
- ველოდებით დაღმასვლას, ველოდებით, რომ კომპანიების მდგომარეობა გაუარესდება.
- ფრენა არ აღდგება ივლისის ბოლომდე, მხოლოდ ჩარტერული რეისები დარჩება, ის რეისები, რომლებიც აქამდეც ხორციელდებოდა, მარტშიც და აპრილშიც.
1 ივლისი მოახლოვდა და ხელისუფლებას მოუწია იმის თქმა, რომ სინამდვილეში ტურისტი არ იქნება და არც ტურისტული ბიზნესი იქნება ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა.
რას გააკეთებს ახლა ხელისუფლება, ახლა როცა ამდენი ისაუბრა ანტიკრიზისულ გეგმაში ტურისტული ბიზნესის როლზე? – ამაზე “ალია” კარგა ხანია წერს, მთავრობის მომავალი გეგმა ასეთია:
დაანონსებული ტურისტული სეზონი დიდი საფრთხის ქვეშ დადგა და ჩვენი ინფორმაციით, ხელისუფლება უარს იტყვის უცხოელი ტურისტების შემოყვანაზე. ამით, ტურისტულ ბიზნესს სერიოზული დარტყმა მიადგება, თუმცა ხელისუფლება სუბსიდირებას გეგმავს, ანუ ფულს უბრალოდ მისცემენ სასტუმროების მეპატრონეებს და ზარალს გარკვეულწილად აუნაზღაურებენ.
ჰოდა, ახლა ჭიდაობა იმაზე მიდის, რომ ეს ფული დეპუტატების (და მათ უმრავლესობას საკუთარი სასტუმრო აქვს და თან არაერთი) სასტუმროებზე გადანაწილდეს.
გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, დგას შენობა, რომელსაც ჰქვია სასტუმრო, ის ტურისტების არყოფნის გამო, ვერ იფუნქციონირებს და მიიღებს ფულს სახელმწიფოსგან, ანუ სუფთა მოგებას, რადგან მომსახურე პერსონალისთვის ხელფასი იმ მარტივი მიზეზის გამო არ ექნება გადასახდელი, რომ ის უბრალოდ არ ჰყავს.
საუბარი მილიონობით ლარზეა და ამიტომ, ცხიმიან ქვაბში ხელის ამოვლება არაერთ დეპუტატს უნდა
ანი დვალიშვილი, ალია №20
კომენტარები