ანა გზირიშვილი, სოციალურ ქსელში, ჯგუფში “მოგზაურთა კლუბი”, წერს:
“რა ღირს საქართველოში 5☆ სასტუმროებში დასვენება?!
არ დამეზარა და იქიდან გამომდინარე რომ ეს დღეები ბუქინგზე ვცხოვრობ და მინდა სადმე წავიდე საზღვარგარეთ, გიზიარებთ ერთსა და იმავე პერიოდში 5 ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანის განთავსების ფასებს ჩვენთან და სხვა ქვეყნებში. დასკვნა თქვენ გამოიტანეთ…
20-25 აგვისტო 5 ღამე 2 ადამიანი
1. Radisson batumi – 4012 ლარი საუზმის გარეშე
2. ლოპოტა კახეთი – 3499 ლარი საუზმით
3. პარაგრაფი შეკვეთილი – 25-30 აგვისტო 3889 ლარი საუზმის გარეშე
4. Sami mta chalet- კოტეჯი მესტია – 4536 საუზმით
5. კასტელო მარე ციხისძირი – 4760 ლარი საუზმის გარეშე
6. ბიოლი კოჯორი – 5005 ლარი საუზმით
1. Radisson სტამბოლი – 3263 საუზმის გარეშე
2. Hotel Greystone მაიამი- 2619 საუზმით Miami beach
3. Filion suites resort and spa Crete საბერძნეთი – 2663 ლარი All inclusive სრული კვებით
5.Albons hotel country boutique – ესპანეთი, კოსტა ბრავა – 3277 ლარი საუზმის გარეშე
აქ აღარ მიწერია თურქეთის სხვადასხვა კურორტის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასები. 2 ადამიანი 3000- 5000 ლარში All inclusive- დაისვენებს თურქეთში, ფრენის ჩათვლით და მარაოთიც კი დაგინიავებენ, ისეთი სერვისია. ზღვაც სუფთა იქნება და ამინდიც იდეალური… ამის მერე როგორ დავისვენოთ საქართველოში
პ.ს ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს ზემოთ ჩამოთვლილი სასტუმროების უმრავლესობა უკვე დაჯავშნილია და როცა გეყიდება, ფასსაც არ დაწევ.
კომენტარები