კანადელი ქალბატონი “ტვ პირველთან ინტერვიუში ყვება, რომ ის ერთი წლის წინ რუსთაველის გამზირზე სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა:
“დაახლოებით ერთი წლის წინ, მივდიოდი რუსთველზე, პარლამენტის მიმდებარე ტერირორიაზე, შუადღის ორი საათი იყო. უკნიდან ვიღაც კაცი მოვიდა და საჯდომზე ძლიერად დამარტყა. ვიყავი შოკირებული, მივტრიალდი და მოვიფიქრე რომ ვიდეო გადამეღო. მქონდა გადაღებული თუ როგორ ძალადობდა ის ჩემზე, ვცდილობდი მისი სახე კარგად გამომეჩინა, თუმცა, მან დაიწყო ყვირილი და შემდგომ მასტურბაცია.მე ვიყავი ძალიან შეშინებული, გავიქეცი რუსთაველის ქუჩაზე, დავინახე მომავალი პოლიციის მანქანა, გავაჩერე ისინი და ვთხოვე დახმარება, ვაჩვენე ვიდეოც, თუ როგორ მავიწროებდა მამაკაცი და მასტურბირებდა. პოლიციამ ვიდეოს ნახვის შემდეგ ჩაიცინა და ყურადღება არც გაამახვილა მომხდარზე.
ამის შემდეგ წავედი პოლიციის ოფისში ოპერის სახლთან, ვიყავი დაახლოებით 8 საათის განმავლობაში, მოვუყევი მომხდარზე და ვაჩვენე ვიდეო. ძალიან დიდი ხნის შემდეგ როდესაც პოლიციელებმა არაფერი არ მითხრეს, მე ვკითხე თუ რა ხდებოდა ჩემს საქმესთან დაკავშირებით. ბოლოს ერთერთმა პოლიციელმა მკითხა, თუ რა მინდოდა რომ ექნათ. ეს იყო ჩემთვის ძალიან გასაოცარი, რთული და შემაშფოთებელი”
კომენტარები