“ნაციონალურ მოძრაობის” დატოვება ჩემზე არ არის დამოკიდებული – ასე უპასუხა ნიკა მელიამ გადაცემა “რეაქციაში” ინგა გრიგოლაის მიერ დასმულ კითხვას, ტოვებს თუ არა ის პარტიას.
რა გინდა, ვთქვა, რომ დღეს ვტოვებ ნაციონალურ მოძრაობას? ჩემზე არ არის დამოკიდებული. ათასობით ადამიანია, რომელთანაც მაქვს ვალდებულება. არიან თანამებრძოლები, თანამოაზრეები. ერთმა ჩემმა საპატივცემულო ადამიანმა რამდენიმე წლის თქვა, რომ ბევრი თანამოაზრე მყავს, მაგრამ თანამებრძოლი ბევრი არაო. მაგრამ მე ვხედავ, რომ სიმართლეს ჰყავს ბევრი თანამებრძოლი და თანამოაზრე. ნიკა მელიას არა, მე ამ პარტიაში რომ მოვედი, ვინ ვიყავი ინგა, უბრალოდ მჯეროდა, რომ ქართული ოცნება არ არის სიკეთის მომტანი. მე ბრძლაში ვიქნები იქ, სადაც იქნება ქართველი ხალხი” – თქვა ნიკა მელიამ.
კომენტარები