გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
,,ვდგავართ იქ, სადაც ქართველი ხალხი უნდა იდგესო – ზელენსკის გვერდითო,, თქვა და სიხარულით გულშეწუხებულთა დიდსიყვარულობა სუფევს ქვეყანაში.
საკუთარ ჭირთან რა დამოკიდებულება აქვს, ჰკითხეთ?
2008 წელს ომი ვინ დაიწყოო ჰკითხეთ ან ამ კარტოფილის დედაკაცს ან ოპოზიციის ფსკერებს?
ლტოლვილების მიღებაზე დისკუტირებთ თავმომწონედ მაშინ როცა 200.000 საკუთარი ლტოლვილი უკიდურეს სიღარიბეში გყავთ და დანარჩენ 300.000, ვინც სიღარიბის მინიმუმს გადააბიჯა უფლის და მკლავის წყალობით, აი ამათ ლტოლვილის სტატუსი მოუხსენით.
საკუთარ ლტოლვილები ფეხებზე გკიდიათ სხვისი ლტოლვილებით კეკლუცობთ.
თქვენ მართლა ხოარ დაკარგეთ გონებაც, ადამიანობა, განსჯის უნარი ან უბრალოდ ელემენტარული რესპექტი ადამიანებისა და ქვეყნის მიმართ?
კიდევ და კიდევ და კიდევ ერთხელ გამოდებილებას გვიპირებენ ეს გონნაღრძობნი.
ტვინის რეცხვა მიდის უზენაეს დონეზე და ბიძინა სიცილით იგუდება იმ მიტინგიდან ერთ კილომეტრში ზემოდან გადმომყურე.
რა გითხრათ
დაგწყევლოთ – მეტი როგორ შეიძლება, რაც გჭირთ.
დაგლოცოთ და რომელი ღმერთი გიშველით გონიერებაზე ასე უარისმთქმელებს.
მოკლედ,
სიტუაციააა
ადამიანი სიბრმავესა და ყრუმუნჯობას რომ ინატრებ….“
კომენტარები