კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ ერთპარტიული პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და მომავალში მიიღებენ, არაკონსტიტუციური იქნება და ამბობს:
იმ მომენტიდან, როდესაც პარლამენტის 88 წევრმა კენჭი უყარა 150 პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობას, ყველა გადაწყვეტილება პარლამენტის, რაც უკვე მიიღეს და რასაც აწი მიიღებენ, არის არაკონსტიტუციური, არალეგიტიმური და მიღებისთანავე იურიდიული ძალის არმქონე. ასე არის სამართლის თვალსაზრისით. შესაბამისად, არც პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნაა კანონიერი, არც შემდგომი სხვა პროცედურები, რომელსაც განახორციელებენ. აქ შეიქმნა ისეთი ვითარება, რომელიც მხოლოდ წმინდად სამართლებრივი თვალსაზრისით ვერ აიხსნება, რადგან დარღვეულია კონსტიტუცია. და კონსტიტუციები ხომ დაწერილია იმისთვის, რომ დაცული იყოს ადამიანების უფლებები? მაგრამ თავად კონსტიტუციას არანაირი საშუალება არ აქვს, რომ თავად დაიცვას ადამიანი. ანუ ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა დავიცვათ კონსტიტუცია. თუ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა ვერ შევძელით კონსტიტუციის დაცვა და ქვეყნის დაბრუნება კონსტიტუციის ფარგლებში, მაშინ ვიქნებით, უკეთეს შემთხვევაში, ავტორიტარული ხელისუფლების ძალაუფლების ქვეშ, სადაც იმოქმედებს პრინციპი: „ძალა აღმართს ხნავს“ და უარეს შემთხვევაში, ეს გადაიზრდება კლასიკურ დიტქტურაში.
კომენტარები