პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ვაქცინაციის შემდეგ მასაც გამოუვლინდა გვერდითი მოვლენები.
„მე მაგალითად გვერდითი მოვლენა მქონდა მკლავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება მქონდა მეორე დღეს და შემდეგ სახსრის ტკივილი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, ზოგ მის კოლეგას აცრის შემდგომ 39 ჰქონდათ სიცხე და ასეთ შემთხვევაში არის პარაცეტამოლი საჭირო.
ცნობისთვის, 15 მარტს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები