გამოცემა irishtimes.com აქვეყნებს მასალას ადამიანებზე, რომლებმაც უდიდესი როლი შეიტანეს “რნმ ვაქცინების” შექმნაში, წლების მანძილზე მუშაობდნენ ამ თემაზე და არ დანებდნენ.
უნგრელი მეცნიერი კატალინ კარიკო ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან და პენსილვანიის უნივერსიტეტის ექიმმა, დრიუ ვეისმანმა, Pfizer-BioNTech და Moderna-ს ვაქცინების განვითარებას.
კატალინ კარიკო უნგრეთში გაიზარდა. პატარა იყო, როდესაც მტკიცედ გადაწყვიტა, მეცნიერი გამოსულიყო. 20 წლისა საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.
66 წლიანი კარიერის მანძილზე კატალინი mRNA-ის იგივე messenger RNA-ის შესწავლაზე იყო ფოკუსირებული და მტკიცედ სწამდა, რომ mRNA-ს შეეძლო ჩვენი ორგანიზმისთვის „ესწავლებინა“ როგორ შეექმა პროტეინი ან მისი მცირე ნაწილი, რომელიც ორგანიზმში იმუნურ რეაქციას გამოიწვევდა და ადამიანებს სხვადასხვა ვირუსისაგან დაიცავდა.
წლების განმავლობაში კატალინი ლაბორატორიიდან ლაბორატორიაში დადიოდა და მიუხედავად ამხელა შრომისა, მისი შემოსავალი წელიწადში 60 000 დოლარს არ გადასცდენია.
კატალინი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა გრანტებს, მისი იდეები დაუჯერებლად ჟღერდა.
1989 წელს კატალინმა თავის კოლეგასთან, ელიოტ ბარნატანთან მუშაობა დაიწყო. მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, თუმცა მოგვიანებით, ელიოტმა სხვა სამსახური იშოვა და კატალინი კვლავ მარტო დარჩა.
შემდეგ კატალინი პენსილვანიის უნივერსიტეტის ექიმს, დრიუ ვეისმანს შეხვდა. მათ უამრავი კვლევა და ექსპერიმენტი ჩაატარეს და წარმატებულ შედეგამდეც მივიდნენ. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვერცერთი ფარმაცევტული კომპანია ვერ დააინტერესეს.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მათი საქმიანობითფარმაცევტული კომპანიები Moderna და BioNTech-ი დაინტერესდნენ, მოგვიანებით კი მათ რიცხვს Pfizer-იც შეემატა. კატალინმა და დრუმ გრიპის mRNA ვაქცინის კლინიკური კვლევები დაიწყეს, პარალელურად ისინი ზიკა ვირუსის ვაქცინებზეც მუშაობდნენ. შემდეგ კი კორონავირუსი გამოჩნდა.
მეცნიერებისთვის ცნობილი იყო, რომ ნებისმიერი კორონავირუსის მთავარი იარაღი სწორედ სპაიკ პროტეინი – ზედაპირზე მყოფი ცილა იყო, რომელიც ვირუსს ადამიანის უჯრედების დაინფიცირების შესაძლებლობას აძლევდა. შესაბამისად, მათ იცოდნენ, რომ mRNA ვაქცინის სამიზნე სწორედ სპაიკ პროტეინი უნდა გამხდარიყო.
მალევე დაიწყო კვლევები და 2020 წლის 8 ნოემბერს Pfizer-BioNTech-ის კლინიკური კვლევების პირველი შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც აჩვენებდა, რომ mRNA ვაქცინა ორგანიზმს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტის გამომუშავებაში ეხმარებოდა.
„ღმერთო, გამოვიდა. ასეც ვიცოდი“ – უთქვამს კარიკოს მეუღლისთვის და იმ დღეს, წარმატების აღსანიშნავად კარიკომ შოკოლადის არაქისის მთლიანი ყუთი უჭამია.
დრიუმ კი წარმატება ოჯახთან ერთად იტალიურ რესტორანში აღნიშნა.
კარიკო და ვეისმანი 2020 წლის 18 სექტემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტში აიცრნენ. მათი ვაქცინაციის პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
კარიკო ტიროდა.
მ-რნმ ვაქცინები შეიცავენ არა ვირუსს, ან მისი ცილის (სპაიკცილის) ფრაგმენტს, არამედ ინფორმაციულ ანუ მესენჯერ-რნმ-ს, რომელიც სპაიკცილის ინფორმაციის მატარებელია. ვაქცინის შეყვანის შემდეგ ორგანიზმი იწყებს სპაიკცილის წარმოქმნას, რომელსაც ამოიცნობს იმუნური სისტემა და იწყება იმუნური რეაქცია – ანტისხეულების გამომუშავება. სწორედ ეს ანტისხეულები იცავს მომავალში ორგანიზმს ინფიცირებისგან. შემდგომში, ვირუსის ორგანიზმში მოხვედრის შემთხვევაში, იმუნური სისტემა დროულად ამოიცნობს მის ზედაპირზე არსებულ სპაიკცილას, როგორც უცხოს და ვირუსს დაავადების გამოწვევამდე ანადგურებს.
ვინაიდან მ-რნმ ვაქცინა არ შეიცავს ცოცხალ ან ინაქტივირებულ ვირუსს, მას არ შეუძლია გამოიწვიოს კოვიდის ინფექცია. ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში მ-რნმ თავისით იშლება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო მ-რნმ ვაქცინებია: Moderna/NIAID; Pfizer-BioNTech.
გუშინ Pfizer-BioNTech-ის ვაქცინას აშშ-ს საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ სრული ავტორიზაცია მიანიჭა.
კომენტარები