“ტვ პირველის” ინფორმაციით, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა საქართველო მკვლელობიდან 6 საათის შემდეგ დატოვეს.
მედიის ცნობით, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისიდან ბათუმში ჩავიდნენ, კვალის არევის მიზნით, ბორნის ბილეთები იყიდეს, თუმცა რეალურად საქართველოს საზღვარი სარფიდან გადაკვეთეს.
შინაგან საქმეთა სამაინიტრომ საქმე გახსნილად გამოაცხადა და მკვლელობისთვის ორ პირს ბრალი წაუყენა, თუმცა 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულები ამ დრომდე თავისუფლები არიან.
“ტვ პირველი” წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა წლების წინ მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, დავით კაკულიას, შვილებმა აკო ჭელიძესა და გიორგი კავიდლაძეს დაუკვეთეს. “ძმები კაკულიები ჭელიძესა და კავიდლაძეს მკვლობის სანაცვლოდ ქურდობას დაპირდნენ. მათი ნათლობა კი თურქეთში უნდა მომხდარიყო.” – წერს მედია.
კომენტარები