საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია:
“ვუსმინე ხუხაშვილს, რომელთან ინტერვიუც მეგრელიშვილს მიყავდა. შეეცადა უახლესი ისტორიის ანუ დამოუკიდებლობის ეპოქის მატრიცა დაედო – ლიდერზე ორიენტირებული პოლიტიკა იწყებოდა “გადამრჩენ” ლიდერზე ორიენტაციით და თავდებოდა იმედგაცრუებითო. ხუხაშვილმა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო ზვიადით და მერე სხვებზეც გადავიდა.
ჰოდა, რა იმედგაცრუება, თუ კაცი ხარ? არჩევნებში დაამარცხეს ზვიადი, პოლიტიკურ პროცესში წააგო, რომელშიც მოწინააღმდეგე ოდნავ მაინც დემოკრატიული თამაშის წესებს ითვალისწინებდა თუ ხალხის მასა აზვირთდა და დაამხო? ან სად იყვნენ “რევოლუციით” დამუხტული ხალხის მასები 1992 წლის 6 იანვარს?
თუ ორი ათეული რეიბანებიანი ჯეელი იყო “ხალხი”, რომლებიც ალმოდებული მთავრობის სასახლის წინ ავტომატებს აკაკანებდნენ ჰაერში და შამპანურებს აფეთქებდნენ, გავიმარჯვეთო? მათ უკან ცოტა სხვა ძალა ხომ არ იდგა, რომელმაც იმპერიის ფორმალური დაშლის დღესვე ახალი იმპერიისთვის ბრძოლა დააანონსა? გეტყვით: ხალხის მასა ამ დროს იგივე ჯეელებისგან იხვრიტებოდა დიდუბეში, დელისთან, თამარის ხიდზე, პუშკინის ქუჩაზე, სამეგრელოში და ა.შ.
ძალიან ელემენტარულია მე მგონი, “სალამურას” სპექტაკლის ბრძენი კინალოკოს როგორ როლშიც არ უნდა იყო შეჭრილი.”
კომენტარები