აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA-ის) ხელმძღვანელმა, უილიამ ბარნსმა განაცხადა, რომ “ძნელი სათქმელია” რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მუქარა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე, ბლეფია, თუ არა.
CIA-ის ინფორმაციით, არ არსებობს სათანადო მტკიცებულები, რომ რუსეთი აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში აშშ-ს ოფიციალური პირები ამ საკითხს სერიოზულად უნდა მოეკიდონ, იმის გათვალისწინებით თუ რა დევს სასწორზე. რიტორიკა, რომელიც პუტინმა და სხვა რუსმა მაღალჩინოსანმა ლიდერებმა გამოიყენეს, დაუფიქრებელი და ღრმად უპასუხისმგებლოა.
დღეს ვერ ვხედავთ რაიმე პრაქტიკულ მტკიცებულებას აშშ-ს სადაზვერვო, რომ რუსეთი უახლოვდება მის რეალურ გამოყენებას – არ არსებობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების გარდაუვალი საფრთხე.”
პუტინმა უკრაინის ოთხი ოკუპირებული ტერიტორიის უკანონო ანექსიის გამოცხადების ცერემონიაზე, 30 სექტემბერს თქვა, რომ საკუთარ მიწას არსებული ყველა ძალითა და საშუალებით დავიცავდნენ. ამას გარდა, მან ხაზი გაუსვა, რომ ისტორიაში ბირთვული იარაღის გამოყენების პრეცედენტი არსებობს.
კომენტარები