ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში, ავრცელებს ტურისტის ფოტოს, რომელიც 5 ივლისს, ხეთაგუროვის ქუჩაზე დაჭრეს, (შსს-მ იმავე დღესვე დააკავა დამნაშავე და ამოიღო დანაშაულის იარაღი – დანა) და წერს:
“ეს რომ არ დამეწერა არ შემეძლო!
– გაავრცელეთ რადგან ვამხილოთ “მიუკერძოებელი” ტელევიზიები ტყუილში!
– გუშინ შემთხვევით ერთ ერთ სასტუმროში გავიცანი ის პოლონელი ჟურნალისტი-ბლოგერი-ტურისტი (იაცეკ კოლანკიევიჩი ), რომელიც თითქოსდა 5 ივლის დაჭრეს!
– სინამდვილეში ბლოგერი დაჭრილი არ ყოფილა! იყო ცემის ფაქტი და დაჭრის მცდელობა თუმცა საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულად!
– ბნი იაცეკი სრულიად ჯანმრთელი იმყოფება თბილისის ერთ ერთ სასტუმროში და ჩემს კითხვაზე ამ საღამო ჟამს რატომ არ სეირნობს თბილისში მან მიპასუხა ვციტირებ “ვემალები თქვენს ჟურნალისტებს”-ო…
– მე სიმართლე გითხრათ გამიკვირდა მისი ასეთი პასუხი და კითხვა ხელმეორედ დავუსვი რაზედაც ანალოგიური პასუხი მივიღე და იქვე დაამატა – “მე მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი, მაგრამ ასეთი პროვოკატორი და ინტრიგანი ჟურნალისტები ჯერ არსად მინახავსო”!
– მართლაც რომ ტვ პირველის, ფორმულას და მთავარის მენეჯერებს სულ თავისუფლად შეუძლიათ წაიკითხონ უნივერსიტეტებში ლექციები პროვოკაციის ინტრიგნობის და ფეიკ ნიუსების საკითხში!
Ps მივმართავ იმ ტელევიზებს რომლებმაც ხალხი შეცდომაში შეიყვანა! მოგვატყუა! კეთილი ინებეთ და წარადგინეთ ამ ადამიანის ფორმა 100 სადაც ეწერება რომ დაჭრილია! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენივე ეთერის მეშვეობით მოუხადეთ საზოგადოებას ბოდიში ვნებათა ღელვის გამოწვევის გამო!”
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, 5 ივლისი:
“თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე თბილისში დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს”
დაჭრილი ტურისტი კლინიკაში ორჯერ მოინახულა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

კომენტარები