“მთავარი არხის” ინფორმაციით მაღალჩინოსანმა ნათესავის ყანაში სამუშაოდ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები სამსახურიდან გაშვების მუქარით წაიყვანა.
მედიაში ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ა(ა)იპ “დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების” დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
“სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია “ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ა(ა)იპის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის გადაწყვეტილებით ა(ა)იპ “დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების” დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა” , – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
კომენტარები