პარტიის აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს.
„ჩვენი, “ქართული ოცნების” სლოგანია მეტი ვანო მერაბიშვილი ოპოზიციას.
რაც მეტი ვანო მერაბიშვილი იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი, მით უფრო მარტივად მოვიგებთ ამ არჩევნებს“
შეგახსენებთ, ეს ფრაზა კობახიძეს პირველად არ უთქვამს, ვანო მერაბიშვილთან მიმართებით უკვე არაერთხელ გაიმეორა – ეტყობა, გამეორება ცოდნის დედაცაა და ბებიაც, ეტყობა, ჯერ კიდევ იცინიან მისი კოლეგები და გუნდის ლიდერი ამ გაუცვეთელ ხუმრობაზე.
ერთი ჩვენც გვკითხეთ, გვეცინება რო ამ ხუთჯერ გაჟღერებულ უკბილო ხუმრობაზე?
ერთი სიმართლე მაინც თქვა კობახიძემ – კი, ვანო მერაბიშვილის და მიშა სააკაშვილის იმედი აქვთ არჩევნებში. კი, ზუსტად ეგ – “რას გვიშვებოდა სააკაშვილი და მიშა” – აგებინებს “ოცნებას” არჩევნებს უკვე 8 წელია.
და კიდევ უფრო მარტივად მოუნდათ არჩევნების მოგება – ხო, აი, 5 სააკაშვილი რომ იყოს სადღაც უკრაინაში, 5 ჩემოდანი რომ გამოდონ, ჩამოვალ თუ “ოცნებას” არ მისცემთ ხმასო…
5 გვარამია რომ იყოს თავისი 5 გაბუნიათი…
5 ბოკერია რომ იყოს და 5 სააკაშვილს რომ გაემიჯნოს…
იქნებოდა სულ ყაყანი და დედა, რა მშვიდი და ბედნიერი იქნებოდა “ოცნება”… აბა, რა…
ეს დიადი იდეა, ალბათ, ერთი გზის 5-ჯერ დაგების დროს მოუვიდა ბატონ ირაკლის…
ალია
კომენტარები