დავით სერგეენკომ, სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ, რამდენიმე საათში ჟურნალისტებს განუცხადა:
„მინდა თავიდანვე ვთქვა, რომ ახლა მისი მდგომარეობა სტაბილურია. იყო გარკვეული პრობლემები რომლის სტაბილიზაციაც მალევე მოხდება, რაც შეეხება გეგმებს, რაც ალბათ ყველაზე უფრო საყურადღებოა, დღესვე დაიგეგმა და უკვე სრულდება რამდენიმე აუცილებელი კონსულტაცია, როცა ექიმი სპეციალისტები ჩამოწერენ უახლოესი საათების, ხვალის სამოქმედო გეგმას, რა კვლევები და ზოგადად რა სერვისებია საჭირო ამ ახალი გამოვლენილი პრობლემის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის, და მინდა დაგარწმუნოთ, რომ პაციენტი მიიღებს ყველა იმ სერვისს, რაც იქნება აუცილებელი მისთვის. კონკრეტულად რა იქნება ეს სერვისები, ადგილზე განხორციელდება თუ გახდება მისი გადაყვანა საჭირო, ეს გადაწყდება ამ საათების განმავლობაში ჩატარებული კონსულტაციების შემდეგ…
აქამდე ჩატარებული კონსილიუმები ძირითადად მიძღვნილი იყო სამედიცინო დაწესებულებების ერთგვარი აუდიტისადმი. რამდენად შეეძლო ამ სამედიცინო დაწესებულებას პოტენციურად ასეთი პაციენტის მართვა. დღევანდელი კონსულტაციები, რომელთაგან ერთ-ერთი ნევროლოგიური უკვე დასრულდა, მიძღვნილია კონკრეტულად იმ მდგომარეობაზე, რაც განვითარდა ამ საღამოს განმავლობაში. ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა უახლოესი საათების განმავლობაში“.
კომენტარები