დღეს მსოფლიო უცნობ ეპიდემიას ებრძვის, წმინდანის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება კი დღევანდელ მძიმე ვითარებას ზუსტად აღწერს.
“ათასი უბედურება მოდის: მიწისძვრები, ინფექციები, დაავადებები. ახლა ახალი ვირუსი შემოდის: ჩირქით და მუწუკებით აისახება დავილოცოთ, შეგვიწყალოს უფალმა. თუ ვართ ამის ღირსნი… შვილებო, არ გაცდუნოთ ბოროტმა: გაარჩიეთ შავი და თეთრი. რწმენას მიხედეთ, მოყვასნო, რწმენას, თორემ ძალიან გაგიჭირდებათ მალე. შვილებო, აღარ არის (ტაძრების) შენების დრო, აღარ, მოყვასნო.
რაც არის აშენებული, ისიც მალე ძალას დაკარგავს და აღარ იქნება ლოცვა იმ ადამიანებისთვის, ვინც წყეულის ბეჭედს მიიღებს… ჩიპი აქაც მალე შემოვა, მოყვასნო. ხალხს ვერაფრით დაიყოლიებენ, მორწმუნე ერზე მაქვს საუბარი, თორემ სხვაზე რა გითხრათ, იმას მოიგონებენ, რომ ვითომც და ეს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის, პატარებისთვის იქნება საჭირო, რომ არ დაიხოცონ, რომ არ შეხვდეთ ვირუსი და არ დაავადნენ სხვადასხვა დაავადებისგან.
ვიცი, ბევრი მორწმუნე ჩაიდგამს და ბევრი სამღვდელო პირი ცდუნდება: ვერ დათმობენ კეთილდღეობას და მერე ვაიმე, შვილებო. დაიჩიპებიანდა აი, მერე, უკვე გამოჩნდება სატანა. ორმა ქვეყანამ თქვა უარი დაჩიპვაზე, მაგრამ ქართველ ხალხს, ცუდი ზნე აქვს: ყველაფერ ცუდს ჩვენი ერი ითვისებს. მაგრამ გონზე მოდით, გონს მოეგეთ, მოყვასნო. მალე შემოვა ეს საქართველოში და ავიცილოთ სატანის ნიშანი, შვილებო, ნუ დავიღუპავთ თავს. კარს არის მომდგარი ეშმაკის ნიშანი და დავიცვათ ერთმანეთი, შვილებო!”- იწინასწარმეტყველა წმინდანმა.
მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
წმინდანის საფლავზე უამრავი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმე ენაზეა გამოცემული წიგნები გაბრიელ ბერის სწავლების, ცხოვრება-მოღვაწეობისა და სასწაულებრივ კურნებათა შესახებ.
cyc.ge
კომენტარები