ჟურნალისტი, დათო ხვადაგიანი:
“რა ჯანდაბა და დოზანა ხდება ასეთი ამ სპორტის და კულტურის სამინისტროში?
ჯერ იყო და მოკრივეებს შეუჩერეს დაფინანსება, იმის მიუხედავად, რომ წარმატებული ევროპირველობა ჰქონდათ და ისტორიული შედეგი აჩვენეს, 3 ოქროს და 1 ვერცხლის მედლით, პლუს გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს!
ეხლა ირკვევა, რომ ფარიკაობის ნაკრები შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გაემგზავროს უფინანსობის გამო, არადა ევროპის ჩემპიონობა სულ ეხლახანს მოიპოვა სანდრო ბაზაძემ და მსოფლიოზეც გამარჯვების იმედი აქვს!
სამბოს ფედერაციის ანგარიშზე კი თვეებია ლარიც აღარ ირიცხება და სრულიად ცარიელია, რის გამოც წელს გასამართ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ასევე სხვა საერთაშორისო ტურნირებზე, მათი მონაწილეობა და აუცილებელი შეკრებების ჩატარება, წარმოუდგენელი ხდება!”
კომენტარები