პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი:
„ცენტრალური ნერვული სისტემა მართავს მთელ ჩვენს სხეულს და გენერატორის ფუნქციას ასრულებს ორგანიზმისთვის. უზნაძის განწყობის თეორიაც ადასტურებს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქო-ემოციურ სტატუსს დაავადების გამოსავალში.
ყველამ იცის, წარსულში ბატონებს როგორი დიდი სიფრთხილით ისტუმრებდა ოჯახი. სამეგრელოში ტაფას არ ახურებდნენ, ცეცხლს არ ანთებდნენ, რომ ბატონები არ გაღიზიანებულიყვნენ. მაშინდელმა ხალხმა არ იცოდა ამ ქმედების ბიოლოგიური შინაარსი, მაგრამ დღეს დადასტურებულია, რომ კვამლი, სანელებლების მძაფრი სურნელი, ცხიმოვანი საკვების გაცხელება იწვევს ავტოანტიგენების გამომუშავებას, ალერგიულ რეაქციებს და ეს ამწვავებს დაავადების მიმდინარეობას. სიმშვიდე, სიწყნარე, კარგი განწყობა კი ინფექციურ აგენტზე ძალიან კარგად მოქმედებს.
თუ ამ დაავადებას პესიმისტურად მივიღებთ და „ვაიმე, დავმძიმდები“, „ვაიმე, მოვკვდები“ გავიფიქრეთ, ეს შინაგანი განწყობა დაავადების მიმდინარეობაზე აუცილებლად მოახდენს გავლენას. ამიტომ მიიღეთ ისეთი შემართებით, რომ გაიმარჯვებთ, რომ გადარჩებით. ასეთი განწყობის შემთხვევაში, პაციენტთა 99% აუცილებლად გამოჯანმრთელდება
წყარო – რეზონანსი
კომენტარები