„ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურატურაში მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადების შეტანის თაობაზეა დაბარებული.
კიდევ ერთი საიდუმლო შეხვედრის შესახებ ფორმალური გამოძიება დაიწყო – როგორც სჩანს. ვნახოთ, ამჯერადაც საქმეზე შემოიდება საქმე – თუ სიმართლე გამოაშკარავდება.
ანა ნაცვლიშვილი თბილისის პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზეა დაბარებული.
ცნობისთვის, 17 იანვარს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრებმა, კახა კოჟორიძემ და ანა ნაცვლიშვილმა მოსამართლე გიორგი არევაძის, ვანო ზარდიაშვილისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესაძლო შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება შეიტანეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს.
კომენტარები