ფოტო – მთავარი
რიკოთზე მოძრაობა ამ დრომდე პარალიზებულია – დილიდან ავტომანქანებს გადაადგილება უჭირთ. საცობში მანქანების რიგი დგას.
გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის ხევი-უბისას მეოთხე გვირაბთან ინტენსიური წვიმის შედეგად ჩამოიშალა მიწის მასა, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა.
ამ დროისათვის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით არის შესაძლებელი დასავლეთის მიმართულებით გადაადგილება.
კომენტარები