აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ.
„ქართული ოცნებიდან“ შეხვედრას ესწრება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
ოპოზიციიდან კი „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძე, „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი,„ევროპული საქართველოდან“ დავით ბაქრაძე, „ლელოდან“ ბადრი ჯაფარიძე. შეხვედრაზეა „გირჩის“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, ასევე „მოქალაქეების“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი.
შეხვედრიდან ადრე გამოსული შალვა ნათელაშვილი აცხადებს:
„მოლაპარაკებები დაწყებულია, მოთელვის შემდეგ დგება შედეგები.ასეთი გლობალური პრობლემები ერთი შეხვედრით არ წყდება“, – აცხადებს ნათელაშვილი.
კომენტარები