სოფელ ბუკნარში, სადაც ამ დრომდე ამბობდნენ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, შეძლებდა თუ არა მუსლიმი თემი პარასკევის ტრადიციული რიტუალის შესრულებას, მუსლიმებმა ლოცვა უკვე დაიწყეს. პარალელურად, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ლოცულობს ქრისტიანი მრევლი.
კორონავირუსის გავრცელების შეჩერებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები დაცული თითქმის არაა.
შეგახსენებთ, ბუკნარში საკმაოდ უცნაური კონფლიქტია დაწყებული, მუსლიმი მრევლის მოთხოვნაა, მიეცეთ ლოცვის უფლება, ქრისტიანი მრევლი კი ამბობს, რომ მათ ლოცვას არავინ უკრძალავს და მხოლოდ სოფელში მეჩეთის აშენებას ეწინააღმდეგებიან, მუსლიმი თემი, თავის მხრივ აცხადებს, ისინი არც მეჩეთის, არც მინარეთის აშენებას არ ითხოვენ. ფაქტია ის, რომ ბუკნარში ჩასულია მუსლიმი მრევლი სხვა რაიონებიდანაც, იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასთან, არ იყო დაცული პანდემიური რეკომენდაციები.
შეგახსენებთ, დღეს კიდევ ერთი მოლაპარაკება გაიმართება, პარასკევის ლოცვის შემდეგ.
ფოტოებს “მთავარი” ავრცელებს.
სამწუხაროდ, ისევ არ ვრცელდება ფოტოები მართლმადიდებელი მრევლის, თუმცა, იგივე სააგენტოს მონაცემებით, ისინიც ლოცულობენ ეკლესიაში.
კომენტარები