ექიმი გიორგი ღოღობერიძე „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ამბობს:
„მარხვა და ზოგადად სხვა დიეტები სხეულს ძალიან კარგად ადგება. ამ შემთხვევაში მავნე ნივთიერებისგან ორგანიზმის განტვირთვა ხდება. მაგრამ, როცა ადამიანი მძიმე მარხვასა და დიეტაზეა, ან პაციენტი ოპერაციის შემდგომ პერიოდშია… ამ სამ სიტუაციას საერთო ის აქვს, რომ ადამიანის ორგანიზმში გარდა მიღებული საკვების რაოდენობა მცირდება და ენერგიის უმთავრესი მიღების წყარო ხდება ჩვენშივე დამარაგებული კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი.
ამ დროის განმავლობაში ჩვენი სხეული ცდილობს, რომ მაქსიმალურად დიდი რაოდენობით ინსულინი არ გამოყოს. მაგრამ როდესაც ჩვენ მოვრჩებით ხანგრძლივ დიეტას ან მარხვას და საკვების მიღებას ერთბაშად ვიწყებთ, ინსულინის რაოდენობა ეგრვე ჰაერში ავარდება და გამოიყოფა ძალიან მასიურად.
პრობლემა არის ის, რომ ინსულინს უჯრედებში გლუკოზა შეჰყავს, მაგრამ გლუკოზა მხოლოდ უჯრედებში არ შედის. მასთან ერთად შედის კიდევ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ელემენტი. მათ შორის, კალიუმი, ფოსფორი და მაგნიუმი. ამ სამი ელემენტის რაოდენობა ქვეითდება. როცა ადამიანმა დიეტა ან მარხვა დაასრულა და საკვები უცებ მიიღო, იმის გამო, რომ სისხლში კალიუმის შემცველობა ქვეითდება, ადამიანს ისეთი ნიშნები შეიძლება ჰქონდეს, როგორიცაა დაღლილობა, ფეხების სპაზმი, სისუსტე, შეკრულობა, მაღალი წნევა, გულის არეში უსიამოვნო შეგრძნება“
კომენტარები