პოეტი, “ლელოს” წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი:
“ან მე გავგიჟდი, ან მშობლიურ გარემოს ვეღარ ვცნობ, თითქოს სხვა ქვეყანაში ვარ.
სრულიად წარმოუდგენლად მიმაჩნია, აბსოლუტურ ნონსენსად, რომ აქ და ახლა, საქართველოში, როცა უკრაინა მთელი მსოფლიოს თვალწინ სამკვდრო-სასიცოცხლო ომშია ჩართული რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ…
როცა თავგანწირვით იბრძვის თავისუფლებისა და ღირსებისთვის…
როცა ვაჟკაცობისა და სახელმწიფოებრიობის მაგალითს აჩვენებს სამყაროს…
როცა ასეთი ერთსულოვნები არიან და თუ მაინც გამოერევათ ვინმე, მოღალატე, ბოძებზე ასკოჩავენ და უფრო მეტსაც უშვრებიან, რასაც და როგორც იმსახურებენ…
აქ, ჩვენში, ოფისს ოფისზე ხსნიან პრო-რუსები და ღიადაც აცხადებენ, კიდევ ათეულობით ოფისს გავხსნითო.
აქვე იმასაც ამატებენ, მალე სრული პარტიული შემადგენლობით რუსეთში მივდივართ მოლაპარაკებებზეო.
რა ხდება ჩვენს თავს?
კანტიკუნტად აპროტესტებენ ამ ყველაფერს ჯანსაღი ადამიანები, მაგრამ სად არის ერი?
ხელისუფლება რომ არ გვყავს, ეგ ვიცი.
ერი სად არის?”
კომენტარები